მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: 12 წლის წინ მომხდარი მკვლელობა გავხსენით

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ფაქტი გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასლან ბეჟანიძე დააკავეს.

"გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს. 2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურამ მოცემულ საქმეზე გაააქტიურა გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოიძია და დაკითხა მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიებამ სრულად აღადგინა 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს ბრალდებულის სახით. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს პროკურატურა.

 

კომენტარები