ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: მთავრობა აგრძელებს იმ ხალხზე თავდასხმას, ვის ხელშიცაა უვიზო მიმოსვლა

ქართული საზოგადოება, ქართველი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას ევროპაში და მთელმა საზოგადოებამ, ჩვენც მათ შორის, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას საერთაშორისო ასპარესზე წარმოადგენს მისი მთავრობა. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელმაც თავისი მავნებლობით, უნიათობით, არაკომპეტენტურობითა და უბრალოდ სიზარმაცით ჯერ ორი წელი დაგვაკარგვინა, ახლა კითხვის ნიშნები გააჩინა საქართველოსთან დაკავშირებით და აგრძელებს ოპონენტების მხარეს ხელის გაშვერას და იმ ხალხზე თავდასხმას, ვის ხელშიცაა ეს ყველაფერი. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას, თუ ივანიშვილი მორიგ დიდი მასშტაბის მავნებლობას არ ჩაიდენს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ვიზალიბერალიზაციაზე.

კომენტარები