პირადი კადრები

აბაშიძე: შესაძლებელია, უმრავლესობის წევრებს კადრებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ

სავსებით შესაძლებელია, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, ნახულობდნენ ამ კადრებს ალბათ, ერთობოდნენ და ა.შ. არ გამოვრიცხავ არაფერს. რადგან ასე დამაჯერებლად საუბრობს ბატონი თამაზი, ალბათ მეტი ინფორმაცია აქვს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები