საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებაზე კომისია სახალხო განხილვებს ხვალ იწყებს

პარლამენტი
თორნიკე ბარათაშვილი

ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისია სახალხო განხილვებს იწყებს. აღნიშნულ ინიციატივას კომისია პირველად თელავს ხვალ გააცნობს.

გარდა ამისა, განხილვები გაიმართება რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).

კომისიის წევრები არიან: მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი), მერაბ თავაძე(კინორეჟისორი) და ნანა ჭიღლაძე (თსუ-ის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი).

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

კომენტარები