[ბიძინა ივანიშვილს] სიაში მე გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ადამიანი იყო პრემიერმინისტრი. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა და ის, რომ როდესაც მან დაიწყო და პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ის მოვიდოდა პოლიტიკაში, გაიმარჯვებდა და რამდენიმე დროის განმავლობაში დატოვებდა თანამდებობას და ეს მართლაც ასე მოხდა, შეასრულა თავის სიტყვა. ასეთი რაღაცეები ზოგადად არ ხდება ხოლმე, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდეს ისინი, არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, ეს არ არის სწორი და არ იქნება.
tbl.ge/44
დაკოპირდა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე




