შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია სავარაუდოდ 2017 წლიდან აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1-ელ იანვარს ასახელებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხუციშვილმა თქვა, რომ შეზღუდვა არ იმოქმედებს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომელიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2017 წლის 1-ელ იანვარზე იმიტომ შეთანხმდნენ, რომ იმპორტიორებს "ბიზნესის გადაწყობის" და დაწყებული კონტრაქტების ბოლომდე მიყვანის საშუალება მიეცეთ.

კომენტარები