კრიმინალი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1974 წელს დაბადებული გიორგი ქ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი პისტოლეტი, დანა, 7 მჭიდი და 131 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები