ტერაქტები ბრიუსელში

ბელგიური მედია: მაალბეკის მეტროსადგურში მსხვერპლია

Twitter / Jennifer Rankin

ბელგიური მაუწყებლის VTM-ის ინფორმაციით, მაალბეკის მეტროსადგურში 10 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. მეტროსადგური ევროკომისიასთან ახლოს მდებარეობს. დახურულია დედაქალაქის მთელი მეტროსისტემა. ასევე გაჩერებულია ტრამვაები და ავტობუსები.

რაც შეეხება ზავენტემის აეროპორტს, ბელგიური მედიის ინფორმაციით, აქ მომხდარ ორ აფეთქებას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35.

აეროპორტში გაუქმდა ყველა რეისი. აფეთქებები გამგზავრების დერეფანში, ამერიკისა და ბრიუსელის ავიახაზების რეგისტრაციის პუნქტებთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში კიდევ სამი აუმოქმედებელი მოწყობილობა იპოვეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტში აფეთქებამდე არაბულ ენაზე დაიყვირეს.

ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული. ამასთან, ქვეყნის პრემიერმინისტრი ჩარლზ მიშელი მოუწოდებს საზოგადოებას, დროებით თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. 

აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელმაც თქვა, რომ ტერაქტების მოწყობას ბრიუსელის აეროპორტიდან გეგმავდა.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ლონდონის გეთვიქის აეროპორტში.

ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას ხვალ, ადგილობრივი დროით, 06:00 საათზე განაახლებს.

კომენტარები