ავტომანქანების გაქურდვა

შსს: ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, 1977 წელს დაბადებული ლაშა ი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა ი. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შალვა ი-ს ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებშიც გამოიკვეთოს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები