საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ქორწინების შესახებ ცვლილებაზე კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტმა ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. 81-მა დეპუტატმა ამის სასარგებლოდ მისცა ხმა, წინააღმდეგ არცერთი წასულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, კომისიის წევრები არიან: მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი), მერაბ თავაძე(კინორეჟისორი) და ნანა ჭიღლაძე (თსუ-ის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი).

სიის წაკითხვის შემდეგ, კენჭისყრის ჩატარებამდე, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, რა წესით იხელმძღვანელეს ამ ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებისას. "მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეებს დაელაპარაკეთ?", - რაზეც კვაჭანტირაძემ დადებითად უპასუხა.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კომისია ამ საკითხზე რეგიონებში "საერთო სახალხო განხილვებს" გამართავს ერთი თვის განმავლობაში.

კომენტარები