საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

კანდელაკი: ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილება რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაციაა

ის, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა, სამოქალაქო კოდექსში წერია. ამ ნორმის შეცვლას არავინ არავის არ სთხოვს. ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა არის, ერთის მხრივ, რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, რომ თითქოს ვიღაც თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის. და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ემსახურება ყურადღების გადატანას იმ მწვავე პრობლემებიდან, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

კომენტარები