ე.წ ოდეერი

წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ოდეერების ხანა დაამთავრა

ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, მოხდა უსაფრთხოების სამსახურების, ძალოვანი სტრუქტურების უპრეცედენტო რეფორმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ჩვენც სწორედ ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ, გავყავით შსს და სუს, რომელიც დღეს ცალკე სტრუქტურაა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და მე ვთვლი, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც ძალიან ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან. მთლიანად ჩატარდა საკანონონმდებლო რეფორმა და პრაქტიკაშიც ასევე, ჩვენთან, უსაფრთხოების ოფიცრები დღეს მხოლოდ იმ კრიტიკული ობიექტების ფარგლებში არიან, სადაც შეიძლება, ქვეყნის უსაფრთხოების თემები იქნას კონცენტირებული. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ოდეერების ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში. დღევანდელი სუს-ის მოდელი არის იმ რეფორმის პოზიტიური შედეგი, რომელიც გატარდა. თუმცა, რეფორმები არამხოლოდ იქ, არამედ სხვა ძალოვან სტრუქტურებში - პროკურატურაში და ასევე სხვა ხელისუფლების შტოში, სასამართლოში გრძელდება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ ოდეერებზე.

კომენტარები