დაწესებულებას აქვს უფლება, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურთან შეთანხმებით, თავად უსაფრთხოების სამსახურს სთხოვოს რეჟიმის უზრუნველყოფა, თუმცა, ეს ვალდებულება მას არ აქვს. დაწესებულებას შეუძლია ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია დაიქირაოს იმისთვის, რომ უსაფრთხოების რეჟიმი უზრუნველყოს. უსაფრთხოების სამსახურს აქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ შეამოწმოს - სრულდება თუ არა ეს რეჟიმი. ასეთია კანონის ნორმები. ამას ჩვენ მოვითხოვდით და ამას, ბუნებრივია, მხარი დავუჭირეთ. არასოდეს, არცერთ რესპუბლიკელს ოდეერების ინსტიტუტის ამ ყოვლად უგვანო რეჟამის შენარჩუნებისთვის არათუ მხარი არ დაუჭერია, არამედ ამის წინააღმდეგებიც ვართ. რაც დახურული სამუშაო რეჟიმის დროს იყო, იმის ჩანაწერები არ არსებობს, მაგრამ არის საკომიტეტო მოსმენები, პლენარულ სხდომაზე მოსმენები და შეგიძლიათ, ამოიღოთ მასალები, საოქმო ჩანაწერები და თავად განსაჯოთ, სად არის სიმართლე.
tbl.ge/1twz
დაკოპირდა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე ე.წ. ოდეერებთან დაკავშირებით.




