ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 2.31 ლარად ივაჭრება

Bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის გამყარებით დაიწყო. ერთი აშშ დოლარი 2.31 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი დოლარის ღირებულება უფრო მაღალია და ის დაახლოებით 2.41-ს შეადგენს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარებამ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

"ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ჩვენ გვექნება ზრდა. თქვენ ადევნებთ თვალყურს, ლარის კურსთან მიმართებაში ის სტაბილურად მყარდება და, შესაბამისად, ამან უნდა მოგვცეს ვაჭრობის წახალისება", - ამბობს ქუმსიშვილი.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს.

კომენტარები