პირადი კადრები

გრიგოლია პირად კადრებზე: დიდად არ მჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა

საგამოძიებო ორგანოებიდან არავინ დამკავშირებია, არავის დაურეკავს ჩემთან, არავის არაფერი არ უკითხავს. ალბათ დამიკავშირდებიან, იმიტომ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მე ვმუშაობდი პირდაპირ ეთერში. იცით, სამწუხარო რა არის? თითქოს ნელ-ნელა აჩვევენ საზოგადოებას, რომ აი, პარასკევს მოხდა ძალიან მძიმე შემთხვევა, დღეს უკვე რამდენიმე პირზე ასეთი მუქარა, ხვალ-ზეგ ალბათ კიდევ გამოვარდება და სად მივდივართ ჩვენ? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რას ნიშნავს ეს? ერთი უბედურება იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამას იღებდნენ გასულ წლებში და დღეს მეორე უბედურება მოგვევლინა, რომ აი, ასე რა, პირდაპირ კომპრომატები პირადი ცხოვრების. მაშფოთებს ერთი რამ, კარს არის არჩევნები მომდგარი, დამეთანხმებით, ჩემ გარდა ყველა პირი, ვისზეც იყო ასეთი ტიპის მუქარები ან ვისაც უკვე გამოუქვეყნეს, არიან პოლიტიკოსები, ანუ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, თუ ვიღაცას დააშანტაჟებენ თავისი პირადი კადრების გასაჯაროებით, რა ტიპის არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში? გულწრფელად გეტყვით, რომ დიდად არ მჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ პარასკევის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა უკვე და რაღაც კვალზე მაინც აუცილებლად უნდა გასულიყვნენ, მინიმუმ ის არ უნდა მომხდარიყო, რაც დღეს მოხდა, მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავარკვიო, ვინ არიან ეს ტვინგამორეცხილი, შავბნელი ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პირადი კადრების გამოქვეყნებაზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები