ქორწინება

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

თორნიკე ბარათაშვილი

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. ბიურომ 16-18 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის შესახებ იმსჯელა.

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ბიუროს დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. მათ შორის ორი ხელმოწერა რესპუბლიკელ დეპუტატებს - ფრიდონ საყვარელიძესა და მალხაზ წერეთელს ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირების პროცესს გაემიჯნა. ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია შეიქმნება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღესაც იმეორებენ, რომ ცვლილების ინიცირება მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა.  

საპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ქართულ ოცნებას რეალური და აქტუალური თემების გადაფარვა სურს.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა შეიცვალოს და ქორწინების სუბიექტები, ქალი და მამაკაცი, დაკონკრეტდეს.

კომენტარები