მცოცავი ოკუპაცია

მიროტაძე ოკუპაციაზე: ვიყენებთ ყველა ურთიერთობას, რომ ეს პროვოკაციები ავიცილოთ

ეს არის მათი დღის წესრიგის ნაწილი, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოს ოკუპირება, ანუ არ ყოფნით ის რაც ახლა ხდება ჩვენს ტერიტორიაზე და რასაკვირველია მათი სურვილი არის, რომ საქართველოზე ჰქონდეთ გარკვეული გავლენები. ვიყენებთ ყველა ურთიერთობას, რომ როგორმე ეს პროვოკაციები ავიცილოთ თავიდან და კიდევ ერთხელ არ მივცეთ რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ სისხლიან კონფლიქტში ჩაგვითრიოს, რისი სურვილიც დიდი ალბათობით მათ აქვთ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე გორის რაიონ სოფელ ჯარიაშენში რუსი ოკუპანტების მიერ, მოსახლეობის ბაღებზე, გზის გაყვანის სამუშაოების განახლებაზე.

კომენტარები