ფარული ჩანაწერები

პოლიცია კანცელარიასთან პერფორმანსის გასპარ ნოეს კიდობანი ჩაშლას ცდილობს

ტაბულა

სახელმწიფო კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების საპროტესტო აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს მომღერლის, ერეკლე დეისაძის პერფორმანსს სახელწოდებით გასპარ ნოეს კიდობანი. პარალელურად კანცელარიასთან მიმდინარეობს კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love-ის ჩვენება. 

პოლიცია მოითხოვს, შეწყდეს აღნიშნული პერფორმანსი.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზამ შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინა, რომ კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love პორნოგრაფიას მიეკუთვნება.

 

კომენტარები