განათლება

მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

naec.ge

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (60%) მხოლოდ 1 101-მა გადალახა ანუ საერთო რაოდენობის დაახლოებით 17%-მა.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის დაახლოებით 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, ზღვარის გადალახვა 15%-მა მოახერხა.

მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ინფორმაციით, მოქმედ მასწავლებლებს იმავე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ხუთჯერ მიეცემათ.

კომენტარები