საქართველოს ეკონომიკა

2015 წელს საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციები 23%-ით შემცირდა

REUTERS | Associated Press

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში $1.3 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს საქართველოს ათი უმსხვილესი საინვესტიციო დარგიდან ხუთში მოხდა. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასთან ერთად ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

სექტორების მიხედვით შემცირება შეიმჩნევა ისეთ სექტორებში, როგორიცაა:

  • ენერგეტიკა - $100 მილიონი - 52%-იანი კლება 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $91 მილიონი - 55%-იანი კლება
  • მშენებლობა -$129 მილიონი - 59%-იანი კლება
  • უძრავი ქონება - $48 მილიონი - 65%-იანი კლება
  • სასტუმროები და რესტორნები - $61 მილიონი - 51%-იანი კლება

ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (+27%), სოფლის მეურნეობაში (+59%), საფინანსო სექტორსა (+40%) და ჯანდაცვის სექტორში (+80%)

ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია ($542 მილიონი), მეორე ადგილზე კი -გაერთიანებული სამეფო ($198 მილიონი)

ფოტო: საქსტატი

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ კვარტალურ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს. წინასწარსა და რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა შესაძლოა $200 მილიონსაც აღწევდეს, რაც 2014 წლის დაზუსტებული ინვესტიციების გამოქვეყნების დროსაც მოხდა, როდესაც წინასწარსა და საბოლოო მონაცემებს შორის $500-მილიონიანი აცდენა დაფიქსირდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

2015 წელს შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $2.4 მილიარდი. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $1.1 მილიარდი შეადგინა.

კომენტარები