კოალიცია ქართული ოცნება

კვაჭანტირაძე: ენმ-ს დოკუმენტზე მიერთება მათ პოლიტიკურ რეაბილიტაციას ნიშნავს

დიდი სურვილი არ მაქვს, უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტს შევუერთდე და მე მგონი, ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დამოუკიდებლად გამოვხატავთ ამასთან მიმართებაში. ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. უმცირესობის მიერ შექმნილ დოკუმენტზე მიერთება ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩვენ მათ რაღაცნაირად პოლიტიკურ რეაბილიტაციას ვუკეთებთ. ამის დიდი სურვილი ნამდვილად არ გამაჩნია. ნებისმიერ თემაზე, გინდ სავჩენკო იყოს, გინდ შიდა პოლიტიკური საკითხები. ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს აბსოლუტური სოლიდარობა. ჩემთვის იმ დღეს გაკეთებული ჯაჭვი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკრაინაში გაყიდა, როგორც ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია და საქართველოში, შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის გაყიდეს, როგორც აქცია - „არა გაზპრომს", ეს იყო უბრალოდ დაცინვა. დაცინვა იგივე ნადია სავჩენკოსი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ დეკლარაციაზე.

კომენტარები