გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: გაზპრომი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ტრანზიტისთვის აღარ გამოიყენებდა

იყო საუბარი და მინიშნებები გაზპრომის მხრიდან, რომ ისინი საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას არ გააგრძელებდნენ, თუ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა მონეტიზაციაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობა და ისინი შეძლებდნენ, წელს ირანიდან ნაწილობრივ მიეწოდებინათ ბუნებრივი აირი და მომავალი წლების განმავლობაში, გარკვეული ინვესტიციების შედეგად, დააკმაყოფილებდნენ სომხეთს სრულად. რა თქმა უნდა, ვიდექით ამ საშიშროების წინაშე, არ მქონდა ზურგი, რადგან არ იყო შესაძლებლობა, წამოგვეღო დამატებითი მოცულობები აზერბაიჯანიდან. შემდეგ ვიყავით ირანში, სადაც ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო შესაძლებელი ბუნებრივი აირის წამოღება. თეორიულად ეს შესაძლებელია, სამომავლოდ თუ ამის საჭიროება გახდება შესაძლებელი გახდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები