ტურიზმი

ბორჯომში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza გაიხსნა

facebook.com/cpborjomi

ბორჯომში სასტუმრო Crowne Plaza გაიხსნა. Crowne Plaza-ს მშენებლობაზე $32 მილიონი დაიხარჯა, და ის InterContinental Hotels-ის ერთ-ერთი ბრენდია. სასტუმროს გახსნას პრემიერმინისტრიც დაესწრო, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ტურიზმი ქვეყნის ყველაზე პრიორიტეტული დარგია. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბორჯომში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აშენდება ახალი გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ქუთაისთან დააკავშირებს. 

"ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ქუთაისის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, ქუთაისის სვანეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალი და მთლიანად საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე. დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს."- ამბობს პრემიერი.

InterContinental-ის ბრენდის სხვა სასტუმროები ქვეყანაში თბილისსა და ბათუმში გაიხსნება.

კომენტარები