კოალიცია ქართული ოცნება

კორძაია: აუცილებელია, არჩევნების წინ კოალიციამ განსაზღვროს ურთიერთობის წესები

მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა დღეს დააზუსტა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ გაფორმდება ორმხრივი კოალიციური შეთანხმება, რომელიც შემდეგ გადაიქცევა მრავალმხრივად. ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით რესპუბლიკელები, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების წინ კოალიციამ განსაზღვროს ურთიერთობის წესები, პრიორიტეტები და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ვიწყებთ ამ პროცესს, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. ეს ნიშნავს ურთიერთობების ფორმალიზებას, გარკვეული წესების გაწერას, რაც უფრო ნათელი და გასაგები იქნება მოქალაქეებისთვის და შექმნის გარკვეულ ურთიერთობის წესებს კოალიციაში, რაც დღემდე არ არსებობდა.

ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია პრემიერთან შეხვედრაზე.

კომენტარები