კალაძე ახლა არის გამოუვალ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ გაზპრომთან დათანხმებულია მონეტიზაციაზე, ამასობაში სოკარისგან აქვს შეთავაზება[დამატებითი მოცულობები თან უფრო ნაკლებ ფასად], ამასობაში, არსებობს საზოგადოებისგან დიდი წნეხი, ცალკე არის ბიძინას წნეხი, ცალკე სურვილი, რომ ხელიც მოითბოს, ეს პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, არ მოვდუნდეთ, რათა ხელისუფლებამ არ იგრძნოს, რომ რადგან აზერბაიჯანი დამატებით მოცულობებს გვაძლევს, კმაყოფილი ვართ. არ ვართ კმაყოფილი, მანამ, სანამ არ გავიგებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზპრომთან შეინარჩუნა იგივე პირობა, რაც დღეს აქვს. ორი ამოცანაა მისაღწევი: არ გავზარდოთ გაზპრომის გაზის წილი საქართველოს გაზმომარაგებაში და არ დავუთმოთ გაზპრომს. გაზპრომთან ნებისმიერი დათმობა ნიშნავს თავისუფლების დათმობას.
tbl.ge/v2w
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა




