ეროვნული ბანკი

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. მისი კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეარჩია.

კომენტარები