ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

თავისუფალი დემოკრატები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან

თავისუფალი დემოკრატები დღეს 4 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.

შეხვედრის მთავარი თემა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა იქნება.

მინისტრთან შეხვედრა თავისუფალმა დემოკრატებმა 30 თბერვალს მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები