ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

პეტრიაშვილი: ჩემზე თავდასხმის გამოძიება ხელისუფლების ღირსების საქმეა

არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ გამოძიებას პირადი მოტივებისკენ მიმართულების მცდელობა ჰქონდა. ეს მათი პრესტიჟის საქმეც არის და მე მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ არც ვარდისფერი სათვალით ვუყურებ ცხოვრებას, განსაკუთრებით, ჩაქუჩით და ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული თავდასხმის მერე. ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა იმოქმედოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მეც, თქვენც, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაუფანტოს ყოველგვარი ეჭვი. თუ ჩვენ ისევ რაღაც საგანგებო ბრიფინგებს ვნახავთ, რომ გამოიკვეთება ვიღაცის სახელი და გვარი, კიდევ შემსრულებლის, რომელიც არის რაღაცა ტუალუს კუნძულის ტერიტორიაზე მიმალვაში, და ამით შემოიფარგლება და დაიხურება საქმე, ეს ბუმერანგივით მიუბრუნდება ხელისუფლებას. მე მინდა, ვიქონიო იმედი, რომ მათი სწრაფვა ამ საქმის რეალურად გამოძიების, არის მართლა გულწრფელი და მიიყვანენ ამ საქმეს ბოლომდე. ეს არ არის რთული გამოსაძიებელი საქმე. უკვე დაკავებული პირის შესაბამისი შესწავლის, მისი ურთიერთობების, კავშირების, მე დარწმუნებული ვარ, სწორ მიმართულებასაც მისცემს გამოძიებას და შედეგების დადებაც იქნება შესაძლებელი. მე, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ ამ საქმის გამოძიებით, თავისუფალი დემოკრატებიც, მაგრამ ეს არის არანაკლები ღირსების საქმე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების და მე მოვუწოდებდი კოალიციის ლიდერებს, ცალკეული მჭერმეტყველი განცხადებებისგან თავი შეაკავებინონ თავიანთ აქტიურ და ენერგიულ პოლიტიკოსებს.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები