გაფიცვა ტყიბულში

ჯორბენაძე: ხელფასები არ იზრდება შემცირებული მოთხოვნის და რეალიზაციის ფონზე

ჩვენ, როგორც დამსაქმებელი კომპანია მუდმივად ვცდილობდით, ვცდილობთ და განვაგრძობთ ისევ შრომისა და უსაფრთხოების პირობების სრულყოფაზე მუშაობას. რაც შეეხება ხელფასებს, ამ შემთხვევაში არ დავარქვათ მოდი ინდექსაციის საკითხი კონკრეტულად ხელფასებს, როგორც განსაზღვრული იყო ურთიერთგაგების [მეშახტეებსა და კომპანიას შორის დადებული მემორანდუმი] მემორანდუმში. ხელფასების განაკვეთები არის დაახლოებით 30 %-ით გაზრდილი, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ მოპოვება, ისევე როგორც მოთხოვნა ნახშირზე არის შემცირებული ამ ადამიანების ხელფასებმა გარკვეული კორექტირებები განიცადა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ხელფასები მოაკლდათ, ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ზრდა შემცირებული მოთხოვნის და შემცირებული რეალიზაციის ფონზე

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ჯორბენაძე ტყიბულის მაღაროში გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები