გაფიცვა ტყიბულში

ნოდია: ტყიბულში მცხოვრებისთვის მაღარო არ უნდა იყოს ერთადერთი სამსახური

ერთ-ერთი პოზიტიური, რაც ამ აქციაში [გაფიცვა ტყიბულში] იყო არის ის, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს საზოგადოებამ ამ პრობლემებს, მეტი რეფლექსია გაკეთდეს ამ პრობლემებზე, მაგრამ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ კონსენსუსი შედგება და ყველა ერთ აზრზე იქნება, იმიტომ რომ მსოფლიოში არსად არ არის ეკონომიკური განვითარების საკითხებში ყველა ერთ აზრზე. ვიზიარებ იმ აზრს, რომ სტრატეგიულად მთავარი არის ის, რომ ღარიბი ქვეყნიდან ვიქცეთ უფრო მდიდარ ქვეყნად, იყოს უფრო მეტი სამსახურები და ტყიბულში მცხოვრები ადამიანისთვის მხოლოდ მაღარო არის შრომითი დასაქმების ერთადერთი ვარიანტი. 

პოლიტოლოგი გია ნოდია ტყიბულის მაღაროში გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები