ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ალასანია: პრემიერმინისტრთან საუბრის შემდგომ საქმის გამოძიების იმედი გამიჩნდა

მქონდა კომუნიკაცია საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. პრაქტიკულად, ძალიან დამაიმედებელი საუბარი შედგა ჩვენ შორის. მან მითხრა, რომ იმედი აქვს და ის ინფორმაცია, რომელიც მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აძლევს იმის საფუძველს, რომ თქვას, რომ თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე, მკვლელობის მცდელობა არ დარჩება გაუხსნელი. მე სიმართლეს გეტყვით, რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა საქმის გახსნა, ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა, რომ შედეგი დაიდებოდა გამოძიების შედეგად. თუმცა მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს საკმარისად მაღალი დონის პროფესიონალები, რომ ეს საქმე გამოიძიონ და დღეს პრემიერმინისტრთან საუბრის შემდგომ ეს იმედი მე ისევ გამიჩნდა. 

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების წევრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაციაზე, რუსთავი 2-თან საუბრობს.

კომენტარები