მიგრანტთა კრიზისი

მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს

AP

BBC-ის ცნობით, მიგრანტების ჯგუფმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელნაკეთი მოწყობილობების საშუალებით გაანგრიეს. მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების შეჩერება ცრემლსადენი გაზით სცადა, თუმცა, მათმა ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც მოახერხა.

გავრცელებული ცნობებით, მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტების რაოდენობა 6500-ია. მათი ძირითადი ნაწილი სირიიდან და ერაყიდან არიან წამოსულები.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო მსგავსი დონის მიგრანტთა კრიზისის წინაშე არ მდგარა.

კომენტარები