საქართველოს ეკონომიკა

ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა გასული 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

shutterstock

2016 წელი ახალი ბიზნესების რეგისტრაციის 17%-იანი ვარდნით დაიწყო. საჯარო რეესტრის სტატისტიკის მონაცემებით, იანვარში სულ 2812 ახალი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, რაც 2010 წლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე ახალი საწარმოების რეგისტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

გასული ექვსი წლის მანძილზე ყოველთვიურად საშუალოდ 3700 ახალი ბიზნესი რეგისტრირდებოდა, მათი რაოდენობის შემცირება კი სავარაუდოდ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. სავალუტო შოკის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან. 

წლების მიხედვით ყველაზე მეტი ახალი ბიზნესსუბიექტი 2011 წელს დარეგისტრირდა.

  • 2015 წელი - 45 ათასი ახალი ბიზნესი
  • 2014 წელი - 43 ათასი ახალი ბიზნესი
  • 2013 წელი - 47 ათასი ახალი ბიზნესი
  • 2012 წელი - 44 ათასი ახალი ბიზნესი
  • 2011 წელი - 54 ათასი ახალი ბიზნესი
  • 2010 წელი - 47 ათასი ახალი ბიზნესი

ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში, სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კომენტარები