ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

უსუფაშვილი პეტრიაშვილის დაჭრაზე: სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი

დამნაშავეები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ - საზოგადოება და პარლამენტარები, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ვწერთ რაღაც მუხლებს და სასჯელს აქედან იქამდე ვსაზღვრავთ, ვითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე.

კომენტარები