ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ბესელია: პეტრიაშვილის დაჭრის მოტივზე წინასწარი შეფასებები მართებული არ არის

ყველას ინტერესშია, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე იყოს სწრაფად გამოძიებული, ობიექტურად და სრულყოფილად. არანაირი წინასაწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით, მე არ მიმაჩნია, რომ არის მართებული. საჭირო არის ყველას მხრიდან ერთიანი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება, მოკლე დროში, სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს ყველა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული. ეს არის ჩვენი ერთიანი პოზიცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე.

კომენტარები