ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

საკანდელიძე: მეეჭვება, ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელების ამოცნობა შევძლო

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა საკანდელიძის თქმით, "ძალიან მეეჭვება, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელების ამოცნობა შევძლო". საკანდელიძე თავდასხმისას ალექსი პეტრიაშვილთან ერთად, საბურთალოს სასაფლაოზე იმყოფებოდა. რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში საკანდელიძე ამბობს, რომ თავდამსხმელი ორი იყო და ნიღაბი ერთს ეკეთა. თუმცა, მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, სავარაუდოდ, უნიღბოს ამოცნობასაც ვერ შეძლებს.

კახა საკანდელიძე აღნიშნავს, რომ ორივე თავდამსხმელს თან ხელკეტი ჰქონდა, ხოლო ერთ მათგანს - ცეცხლსასროლი იარაღი. საკანდელიძე იხსენებს, რომ თავდამსხმელები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილს დაესხნენ თავს, ხოლო მას იარაღით დაემუქრნენ.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გუშინ, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 

კომენტარები