ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

კელი პეტრიაშვილის დაჭრაზე: იმედი მაქვს, სრულყოფილი გამოძიება მიმდინარეობს

როდესაც შევიტყვე ამ შემთხვევის შესახებ, შოკირებული დავრჩი. პირველი, რაზეც ვიფიქრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც ვიცი, მისი ჭრილობები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, რის გამოც, ყველა მოხარული ვართ. ვიცნობ ალექსი პეტრიაშვილს. უკვე 6 თვეა, რაც საქართველოში ვარ, თუმცა უკვე რამდენჯერმე შევხვდი მას. ის არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი ლობისტი. იმედი მაქვს, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება მიმდინარეობს და ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე, იგი აუცილებლად დაისჯება. მოვუწოდებ ყველას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს სიმართლე. რა თქმა უნდა, ჩვენი ფიქრები ალექსისთან და მის ოჯახთანაა.

 

აშშ-ის ელჩი იან კელი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე ფრონტნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები