პანორამა თბილისი

დღეს პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

პანორამა თბილისი

არამათავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციას გამართავს.

"ჩვენ გავაპროტესტებთ პანორამა თბილისს, ასევე გავაცნობთ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს აზრს. გვინდა, გავაფორმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმება, ვინც არჩევნებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, რომ "პანორამა თბილისი" არ განხორციელდეს. ასევე ვითხოვთ, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას", - განაცხადა თბილისის ჰამქრის ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი, აქციაში მონაწილეობას თბილისელებსა და ქართულ საზოგადოებას სთხოვს.

"პანორამა თბილისის მშებებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის ახირება. მშენებლობა მიდის და საზოგადოებას ერთი მულტფილმის გარდა არ უნახავს არაფერი, არავინ იცის, როგორი სახის იქნება ეს პროექტი. ჩვენ ვნახეთ, სადღაც მთაზე დაცურავენ ზვიგენები და ასეთი შენობა იქნება, თუმცა, რეალურად რის გაკეთებას გეგმავენ, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ თავისუფლების მოედანზე პანორამა თბილისის პროექტი გააპროტესტოს", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები