ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

გამზარდია: აშშ-ის პრეზიდენტები მოუკლავთ, თუმცა დანგრეული ქვეყანააო არ უთქვამთ

აშშ-ის პრეზიდენტები მოუკლავთ თავის დროზე და ამითი არ გაუსვამთ ხაზი, როგორ დანგრეულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. პირიქით, ეს იყო მოტივაცია უკეთესის შექმნისა. ამიტომ საჭიროა, რომ საზოგადოება სწორად მიხვდეს. მე არ მომწონს პროპაგანდა - 'აი, დაუცველობა, აი, რა დღეში ჩავვარდით'. ასეთი პროპაგანდის მსურველი შეიძლება საბოტაჟის მხარედაც განვიხილოთ ზოგიერთ შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარედაც, თუ ძალიან შორს გავყვებით. ხომ არ არის დაინტერესებული ძალა, რაღაცა ჯგუფი, რომელსაც უნდა, რომ მოხდეს მოვლენები ისე, რომ მერე ასე და ამგვარად აიხსნას. ეს ზოგადად პოლიტიკურ ტექნოლოგიებში არა და პროპაგანდისტულ ტექნოლოგიებში ცნობილია, როდესაც ქმნი მოვლენას საიმისოდ, რომ შემდგომში შენს საინფორმაციო სპექტრს მიეცას საშუალება

არჩილ გამზარდია ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე, ტელეკომპანია იბერიას ეთერში

კომენტარები