უვიზო რეჟიმი

ევროკავშირი უვიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, ჯერ მხოლოდ საქართველოს შესთავაზებს

Reuters

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზებას აპირებს, უკრაინისთვის კი მსგავს შეთავაზებას, სავარაუდოდ, გადადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ევროკომისიაში აცხადებდნენ, რომ უვიზო რეჟიმისთვის საჭირო კრიტერიუმებს ორივე ქვეყანა აკმაყოფილებდა და უვიზო რეჟიმის მინიჭების წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპარლამენტს გაუგზავნიდნენ, თუმცა ანონიმური, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბრიუსელი არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლაში, უვიზო რეჟიმისთვის საჭირო დონეს უკვე მიაღწია და თვლის, რომ საქართველო საკითხი უკრაინასთან ერთად არ უნდა განიხილებოდეს.

ოფიციალური წარმომადგენლებისვე თქმით, საქმეში უკრაინის ჩართვა ნეგატიურ გავლენას იქონიებს აპრილში, ჰოლანდიაში გასამართ ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმებაზე.

შეგახსენებთ, რომ წინადადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ან უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 28 ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები