ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

მიშველაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს ციხეში

არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოხდა, მე იქ არ ვყოფილვარ. მე ვიცი, რომ ეს მოხდა სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე იყო დღეს ბუკა [ალექსი პეტრიაშვილი] იმიტომ, რომ ლევანის დაბადების დღე იყო. ახლა საოპერაციოშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები ამბობენ. ყოველ შემთხვევაში სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკვლევს, ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ის, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს.

ეკა მიშველაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე.

კომენტარები