ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

პრემიერი პეტრიაშვილის დაჭრაზე: მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოიძიონ მომხდარი

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და "შემზარავ ფაქტს" უწოდებს. ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოიძიოს მომხდარი.

"მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები