ფოფხაძე: ვწუხვარ, რომ რუსულ გაზს ეს მომენტი სდევს თან

ვწუხვარ, რომ სამწუხაროდ რუსულ გაზს ეს მომენტი სდევს თან, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს პრაგმატული. როგორიც იქნება მოსახლეობის ინტერესი, რომ ქვეყანაში იყოს ენერგორესურსებით უზრუნველყოფილი ყველა სფერო და მოქალაქეები, სწორედ აქედან უნდა იხელმძღვანელოს ენერგეტიკის სამინისტრომ. და კითხვებიც რაც არსებობს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული, ესეც ენერგეტიკის სამინისტროს მიმართეთ.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე სოკარის უკანასკნელი შემოთავაზების კომენტირებისას. ტაბულას გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცნობა, რომ აზერბაიჯანული მხარე საქართველოს გაზმომარაგების დაახლოებით 500 მილიონი კუბური მეტრით გაზრდას სთავაზობს.

კომენტარები