გაზპრომთან მოლაპარაკებები

ლეჟავა: ტაქტიკა, რომლითაც ეს მთავრობა მუშაობს არის არასწორი

მოლაპარაკებები არის სხვადასხვა ტიპის. არსებობს მოლაპარაკებები, როდესაც არაფერი არ არის შეთანხმებული, სანამ ყველაფერი შეთანხმებულია. ისეთ ინსტიტუტებთან თუ გაქვს მოლაპარაკებები, როგორიც ევროკავშირია, ამან შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ "ჯიბგირთან" როცა გაქვს მოლაპარაკება ეს არ მოქმედებს. გაზპრომი არის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი "ჯიბგირი", მას რომ პრინციპულად დაეთანხმები მერე საქმეს გაგირჩევენ თუ "პლასტინკას" შეცვლი, ადვილი წარმოსადგენია როგორი იქნება გაზპრომთან საქმის გარჩევა და ამისთვის პასუხს ზოგიერთს პასუხს მოთხოვენ. რუსეთს აქვს სხვა ბერკეტებიც, თუკი მათ ეს ეს ბერკეტები ნაციონალური მოძრაობის დროს ვერ ან არ აამოქმედეს, მაშინ ტაქტიკა რომლითაც ეს მთავრობა მუშაობს არის არასწორი, რადგან მათ [რუსეთს] ეხლა შეუძლიათ აამოქმედონ. ომის დროს მათ ვერ შეძლეს თბილისისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა, რადგან მათ არ ჰქონდათ ეს ბერკეტი. ეხლა რატო გაიზარდა ეს რისკები? ანუ, თუ გაიზარდა ესეიგი რუსეთთან ურთიერთობის არასწორი ტაქტიკა არის არჩეული. გაზპრომის მოლაპარაკებებიდან ცნობილია [მათი მოლაპარაკებების სტილზე დაყრდნობით], რომ არსებობს კიდევ ერთი საფრთხე - ისინი შემოგთავაზებენ რაღაც ფასს, რომელიც იქნება კარგი, მაგრამ ისინი გკითხავენ: რამდენი გჭირდება? შენ ეტყვი მაგ. ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი, ისინი გიპასუხებენ: იცი რა, კი მოგცემ ამ ფასად, მაგრამ ჩემი ლოტები რომელიც იყიდება არის 1 მილიარდი კუბური მეტრი და შენ რა უნდა ქნა მერე? უნდა შეამცირო სოკარის წილი

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ. ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორეამა.

კომენტარები