უპირველესყოვლისა, სანამ ყველაფერი არაა მოლაპარაკებების პროცესში, არაფერი არ არის მოლაპარაკებული. ამიტომ იმის თქმა, რომ დათანხმებულები არიან გარკვეულწილად შეიძლება ცოტა ნაადრევი იყოს. შეიძლება ამ მოლაპარაკების გაჭიანურება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რომ გაგრძელდეს იგივე პირობებით ტრანზიტის გატარება, როგორც იყო. მერე სამომავლოდ როგორც გადაწყდება ეს [იქნება ეს შეთანხმებით, თუ შეთანხმების გარეშე] ისე იქნება. მანამდე შეიძლება დრო მოვიგოთ. ბევრი სხვადასხვა ტაქტიკა შეიძლება არსებობდეს აქ, ვთქვათ: დაზოგვა, ალტერნატიული გაზის გამოყენება, ა.შ. ზურგი გამაგრებული სხვადასხვა მეთოდით შეგვიძლია გვქონდეს. არა მარტო ვილაპარაკოთ, არამედ უკვე ვიყოთ ენერგოკავშირის წევრები. ვილაპარაკოთ ევროპულ პარტნიორებთან და ვიყოთ ევროკლუბის წევრები, ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება. ასევე, შეიძლება გვქონდეს უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების სტრატეგია და კონცეფცია, რომელიც ზურგს გაგვიმაგრებდა და ეს იქნებოდა არა დილეტანტური ლაპარაკი, არამედ ეს იქნებოდა პროფესიულად გაანალიზებული და ის ინსტიქტური შიშები, რომელიც გაზპრომთან მიმართებით გვაქვს, იქნებოდა გათვლილი, გააზრებული და შესაბამისად გვექნებოდა სტრატეგიული გეგმებიც
tbl.ge/cv3
დაკოპირდა

"მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე. ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა




