ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში 67 წლის ქალი მოკლეს. ცხედარი მის საკუთარ სახლში იპოვნეს.
რუსთავი 2 ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაწამები ქალის ცხედარი გარდაცვლილის ძმამ აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი 150 ლარი იყო, გაკოჭილ ქალს კი კისერზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული და ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი თქმით, ცხედარს წამების კვალი არ აღენიშნება და სახლიდან ფული წაღებული არ არის. მათივე თქმით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





