გაზპრომთან მოლაპარაკებები

კახი კალაძეს ოზურგეთში გაზპრომთან მოლაპარაკებები გაუპროტესტეს

ოზურგეთი
რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, სადაც ქართული ოცნების პარტიული კონფერენცია იმართებოდა, ვიცეპრემიერ კახი კალაძეს გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია - პერფორმანსით დახვდნენ.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა პლაკატები ჩამოართვეს, რომლებზეც "არა გაზპრომს!" ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციის ჩაშლა კახი კალაძის დაცვის წევრებმა სცადეს.

კალაძე ოზურგეთში ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები