ირანი

ხვალ ირანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

AP

ხვალ, 26 თებერვალს, ირანში, საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარლამენტის 290 მანდატისთვის 6000 კანდიდატი იბრძოლებს, რომელთაგან 600 ქალია. არჩევნებში მონაწილეობას 55 მილიონი ადამიანი მიიღებს. უსაფრთხოების ზომებს კი 250 000 სამართალდამცველი დაიცავს.

მმართველი კოალიციის მთავარი მეტოქე კონსერვატორთა პარტია იქნება, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ისლამური წესების მკაცრ დაცვას აპირებს.

არჩევნებამდე ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ხალხს მოუწოდა, რომ არ მოექცნენ დასავლური გავლენების ქვეშ.

კომენტარები