ოკუპაცია

ბაქრაძე: თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, ბრძოლა დღესაც გრძელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაღუპული იუნკრების ხსნოვნას პატივი მიაგეს. ისინი კოჯორი-ტაბახმელის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც იუნკრები საბჭოთა ჯარს დაუპირისპირდნენ.

"იმ გმირებმა, ვინც 95 წლის წინ იცავდა საქართველოს თავისუფლებას, ქართული სახელმწიფო დღემდე მოგვიტანეს. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, ბრძოლა დღესაც გრძელდება, ჩვენი ვალი და ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთო იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლება, ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნის თავისუფლების დაცვა აუცილებელია.

"ჩვენი თაობის ვალია, მივაღწიოთ იმ მიზანს, რისთვისაც იბრძოდნენ და თავს წირავდნენ ქართველი ჯარისკაცები, ოფიცრები და უბრალო მოქალაქეები 1921 წლის თებერვალ-მარტში. ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, წარმატებული, ევროპული საქართველო და არ მოვცეთ სხვადასხვა მოღალატეს, კოლაბორაციონისტს, კომუნისტური პარტიის გადმონაშთს, რომელთა ნაწილიც დღეს ხელისუფლებაშია, რომ ხორცი შეასხან თავიანთ შავბნელ ზრახვებს", - განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები