ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

უაქციზო კონიაკის და სიგარეტის რეალიზაცისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გევორქ რ. და სომხეთის მოქალაქე კარენ ს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი „არარატის“ და სიგარეტების - „მარლბოროსა“ და „პარლამენტის“ რეალიზაცია.

"დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით" - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები